ჰარი პოტერის სახლი 1,2 მლნ ევროდ იყიდება

ჰარი პოტერის სახლი 1,2 მლნ ევროდ იყიდება

დიდ ბრიტანეთში გასაყიდად გამოიტანეს ძველი სახლი, რომელშიც ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმების სცენარის მიხედვით, სკოლის დირექტორი ჰოგვარტს ალბუს დამბლდორი და თავად ახალგაზრდა ჯადოქარი დაიბადა.

უძრავი ქონების შეძენა 950 000 ფუნტ სტერლინგადაა (დაახლოებით 1,2 მლნ ევრო) შესაძლებელი.

სახლი de Vere House ქალაქ ლავენჰამში (საფოლკის საგრაფო) მდებარეობს. იგი ფილმ "ჰარი პოტერი სიკვდილის საჩუქრებში" გამოიყენეს.

დიდ ბიტანეთში სახლს პრემიერ-მინისტრების ლონდონის რეზიდენციის შემდეგ ყველაზე მეტ ფოტოს უღებენ.

De Vere House XIV საუკუნეში ააშენეს. ზოგიერთი მონაცემებით, 1498 წელს შენობას მეფე ჰენრი VII სტუმრობდა. ამჟამინდელი მაცხოვრებლები სახლში უკვე 20 წელია ცხოვრობენ.

კოტეჯში სამი საძინებელი, მისაღები დარბაზი, სასტუმრო ოთახი, სასადილო, სამზარეულო, ორი აბაზანა და სხვენია. შენობის განცალკევებულ ფლიგელში განთავსებულია: სამკითხველო დარბაზი, სასტუმრო ოთახი, სასადილო, საშხაპე ოთახი და ორი ორკაციანი საძინებელი.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს