მარგარეტ ტეტჩერის კაბებს აუქციონზე გაიტანენ

მარგარეტ ტეტჩერის კაბებს აუქციონზე გაიტანენ

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის კაბები აუქციონზე გააქვთ. კრისტის აუქციონზე "რკინის ლედის" 7 სამოსს გაიტანენ. რამდენიმე კოლექციონერმა კაბების შეძენა უკვე გადაწყვიტა. თითო კაბის საწყისი ფასი 1000-დან 1500 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

მარგარეტს ყვითელი ფერის კაბა 1975 წელს კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ეცვა. შალის ვარდისფერი კაბით კი საზოგადოების წინაშე 1971 წელს გამოჩნდა, როდესაც მწერალსა და ტელე-რადიო წამყვანს სიუ მაკგრეგორს ინტერვიუ მისცა დოკუმენტური სერიის ფარგლებში.

"აუქციონზე წარდგენილი ყველა კაბა მარგარეტს კარიერის დასაწყისში ეცვა. ზოგიერთი სამოსით კი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ესწრებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს აუქციონის წარმომადგენელმა.

შარშან ტეტჩერის კუთვნილი ტყავის შავი ხელჩანთა 25 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს