კანადურ ოჯახში დათვი ცხოვრობს

კანადურ ოჯახში დათვი ცხოვრობს

კანადაში მცხოვრები მარკ და დუნ დუმასების სახლში დათვი ოჯახის წევრივით ცხოვრობს. დათვი, სახელად ბილი, პატრონებს ყველგან დაჰყვება და ოჯახის უფროსთან ერთად სასტუმრო ოთახში ტელევიზორსაც კი უყურებს.

ისინი ერთად დადიან პარკში, ლუდის ბარში, საბილიარდოში. ბილს ყველაზე მეტად აუზში ცურვა და თამაში უყვარს.

"სულ პაწაწინა ბელი იყო, როდესაც სახლში მოვიყვანე. ბილი ძალიან ჭკვიანი და ერთგულია. ყველაფერს ადვილად ითვისებს. ხშირად დაგვყავს პიკნიკზე. ზღვაზეც ერთად ვისვენებდით. ტალღებში თამაში მოეწონა, მაგრამ წუხდებოდა, რადგან მის გარშემო უამრავი ადამიანი იყრის თავს და ფოტოებს უღებს", - ამბობს მარკი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს