41=4+1=5 - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" უკე­თე­სიც კია 7-ი­ა­ნის შეც­ვლა 41-ით”

41=4+1=5 - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" უკე­თე­სიც კია 7-ი­ა­ნის შეც­ვლა 41-ით”

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ (ცეს­კო), რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, უა­რი გა­ნუცხ­ა­და ბლოკ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლ ოც­ნე­ბას" სა­არ­ჩევ­ნო ნომ­რად 7-ი­ა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და მას 41-ე ნო­მე­რი მი­ა­ნი­ჭა.

1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა იბ­რძო­ლებს - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი არის 5 და "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი-­ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რომ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი იქ­ნე­ბა 41. დღეს შე­ვეც­დე­ბით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ 5-ი­სა და 41-ის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი კო­დი.

ნუ­მე­რო­ლო­გი­ა­ში ციფრ 5-ს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი მარ­თავს, რომ­ლის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე ასე­თი­ა: იო­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, სწ­რა­ფი მოძ­რა­ო­ბა, ცნო­ბის­მოყვა­რე­ო­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭი, გო­ნი­ე­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ღე­ბა-­და­მუ­შა­ვე­ბა-­გა­და­ცე­მა, ბევ­რი საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად კე­თე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის ნი­ჭი.

პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა კი არის: ცბი­ე­რე­ბა, ან­გა­რე­ბა, ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ზე­და­პი­რუ­ლო­ბა, ბევ­რი საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად დაწყ­ე­ბა და ბო­ლომ­დე ვერც ერ­თის დას­რუ­ლე­ბა. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­ო­რე­ბა, უკომ­პრო­მი­სო­ბა, სხვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ქურ­დო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ნო­მერს - 41. ამ რიცხ­ვის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ჯა­მი არის 5 (41=4+1=5) და "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ვინ­მეს ნუ­მე­რო­ლო­გი­ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოთხ­ოვ­ნე­ბი რომ სცოდ­ნო­და, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს იღო­ნებ­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­არ­ჩევ­ნო ნომ­რად ეს რიცხ­ვი არ აე­ღო. 41 არის იგი­ვე 5 და უფ­რო ძლი­ე­რი­ა, რად­გან აერ­თი­ა­ნებს ორ ციფრს - "4"-სა და "1"-ს.

4-ი­ა­ნის მმარ­თვე­ლი, ნუ­მე­რო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, არის პლა­ნე­ტა ურა­ნი, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ისეთ უნა­რებ­ზე, რო­გო­რიც არის: ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა; შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა; მე­გობ­რო­ბა, ხალ­ხის სურ­ვი­ლის წინ წა­მო­წე­ვა, ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა.

1-ი­ა­ნის მმარ­თვე­ლი კი არის მზე - ანუ, ეს არის ძა­ლა, დის­ციპ­ლი­ნა, სი­კე­თე, სით­ბო, სი­ნათ­ლე, აქ­ტი­უ­რო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, მთლი­ა­ნო­ბა, ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, გუ­ლუხ­ვო­ბა, ლი­დე­რო­ბა.

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 41-ის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ჯა­მი უფ­რო ძლი­ე­რი და მრა­ვალ­პლა­ნი­ა­ნი­ა, ვიდ­რე 5-ი­ა­ნი, რად­გან 41-ში არის 4-ი­ა­ნიც და 1-ი­ა­ნიც, მა­თი ჯა­მი კი უდ­რის 5-ს, ხო­ლო ცალ­კე 5-ი­ა­ნი არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ 5-ი­ა­ნი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" 7-ი­ა­ნის (ეს სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი თვი­თონ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სურ­და) 41-ით შეც­ვლა სა­სი­კე­თო­ა, რად­გან 7-ი­ა­ნი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა "მებ­რძოლ" ციფ­რთა კა­ტე­გო­რი­ას. 7-ი­ა­ნი სუ­ლი­ე­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მის ენერ­გი­ას ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში უფ­რო ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა აქვს, ვიდ­რე 5-ი­ა­ნი­სა და 41-ი­სას.

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ ერ­თი 5-ი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს - ეს არის "ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა-­ქარ­თუ­ლი და­სი", რომ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რია 23. ეს რიცხ­ვიც "მებ­რძოლ ციფ­რთა" კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თული ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო ნომ­რე­ბიც შე­დი­ან. "მებ­რძო­ლი" ნო­მე­რი აქვთ ლე­ი­ბო­რის­ტებ­საც - 38, თუმ­ცა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ლე­ი­ბო­რის­ტებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მოხ­ვედ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა "გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე - ქრის­ტი­ან-­დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას", რომ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რია 10, თუ 10-ს ერ­თნიშ­ნა ციფ­რამ­დე და­ვიყ­ვანთ, მი­ვი­ღებთ 1-ს (10=1+0=1). 1-ი­ა­ნის მმარ­თვე­ლი კი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, არის მზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქდმ-მ იო­ლად უნ­და შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის ხალ­ხამ­დე მი­ტა­ნა და აქვს შან­სი პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდეს.

P.S. 30 აგ­ვის­ტოს მთვა­რის აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი (რო­მელ­საც ინ­დურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში რა­ჰუს უწო­დე­ბენ) მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მთვა­რის დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი (კე­ტუ), რო­მე­ლიც მთვა­რის აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის სა­პი­რის­პი­როდ გან­ლაგ­დე­ბა ხოლ­მე, კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა. ასე იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი მთვა­რის კვან­ძე­ბი 2014 წლის 18 თე­ბერ­ვლამ­დე.

რა­ჰუს გან­ლა­გე­ბა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, ხო­ლო კე­ტუს - კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, საკ­მა­ოდ რთულ პრო­ცე­სებს, და­მან­გრე­ველ ტენ­დენ­ცი­ებს უდებს ხოლ­მე სა­თა­ვეს. მა­გა­ლი­თად, ასე იყო 1994-95 წლებ­ში, რო­დე­საც და­იწყო ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომი, ბრძო­ლა ბოს­ნი­ე­ლებ­სა და ხორ­ვა­ტებს შო­რის, ომი რუ­ან­და­ში და გე­ნო­ცი­დი, აგ­რეთ­ვე, იე­მე­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და ა. შ.

გარ­და ამი­სა, ეს პე­რი­ო­დი (30.08.2012 - 18.02.2014) არის ბო­ლო სა­მოც­წლი­ა­ნი ციკ­ლის და­მას­რუ­ლე­ბე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც შე­ა­ჯა­მებს ბევრ მოვ­ლე­ნას და ადა­მი­ა­ნებს "კარ­მუ­ლი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მათ".

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებთ პო­ლი­ტი­კუ­რად არამ­დგრა­დი ქვეყ­ნე­ბის მმარ­თვე­ლებს, რად­გან და­იწყ­ე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვეს.

ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტყუ­პი­სა და მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის, რად­გან მთვა­რის კვან­ძე­ბი ბო­ლო წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია სწო­რედ ამ ნიშ­ნებ­ში მოძ­რა­ობ­დნენ.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით არის და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. მშვილ­დო­სა­ნი გა­დის "კარ­მულ კა­რიბ­ჭეს", რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი უნ­და გა­მო­ას­წო­რონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა მოვ­ლე­ნე­ბი მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დეს.

ასტროლოგი რამაზ გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს