საშა ვუიაჩიჩი და მარია შარაპოვა დაშორდნენ

საშა ვუიაჩიჩი და მარია შარაპოვა დაშორდნენ

"ეფეს პილსენის" სლოვენიელმა კალათბურთელმა საშა ვუიაჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ნიშნობა რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან გაუქმებულია.

"სინამდვილეში, ჩვენ უკვე სამი თვეა აღარ ვხვდებით ერთმანეთს", - განაცხადა ვუიაჩიჩმა "გაზეტა დელ სპორტთან" კომენტარში.

არადა, ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ნოემბერში დაქორწინებას აპირებდნენ.

მარია და საშა 2010 წლის ოქტომბერში დაინიშნენ. რუს ჩოგბურთელს კალათბურთელთან ქორწინება ასე წარმოედგინა:

"მე ვნახე პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწინების ცერემონია. ის გრანდიოზული იყო და მას მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. განსაკუთრებით მომეწონა კეიტის კაბა. არ ვეცდები ამ ქორწილიდან ბევრი დეტალის გადაღებას, მაგრამ გარკვეული მსგავსებები შეიძლება იყოს", - ამბობდა მაშინ მარია.

sportall.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს