კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. "დივერსანტების" ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.
31 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულებიდან რამდენიმე პანკისის ხეობის მკვიდრი იყო. ბაჰაუდი ალდამოვის ოჯახი, რომელიც დუისში ახალი მეჩეთის წინ ცხოვრობს, 30 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში თანასოფლელებისგან სამძიმარს იღებდა. 30 აგვისტოს იგეგმებოდა გარდაცვლილთა დაკრძალვაც, თუმცა გადაიდო. დუისის სასაფლაოზე 6 საფლავიც არის გაჭრილი, სადაც ამ დრომდე არავინ დაუკრძალავთ. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, პანკისში ჟურნალისტების ჩასვლის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხედრების გადაცემაზე უარი თქვეს, უშიშროების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლებმა კი დუისის მაცხოვრებლებს მოსთხოვეს საფლავების გათხრა შეეწყვიტათ და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაეკეთებინათ.

1 - ასლან მარგოშვილი

2 - ბაჰაუდი ბაღაკაშვილი

3 - ბაჰაუდი ალდამოვი