გორის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების დახოცვას ითხოვს

გორის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების დახოცვას ითხოვს

გორის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებას ითხოვს. "ძალიან გთხოვთ, მიეცით ძაღლების დახოცვის უფლება, თორემ დაგვიცოფეს ბავშვები. ბავშვებს კი არა, უკვე დიდ ადამიანებს ერჩიან", - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძაღლების დასაჭერი ღონისძიებების გასატარებლად თანხები გათვალისწინებული არ არის.  მისივე თქმით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცხოველთა დაჭერის გეგმა, მათი განთავსების, შენახვის, მკურნალობის და ა.შ. ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა და პროექტი წარუდგინეს.

"ეს რომ ჩვენ აქ განვახორციელოთ, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაგვჭირდება. ამდენი თანხა კი ამ ეტაპზე არ გვაქვს", - აცხადებს ხმალაძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა