15 საინტერესო ფაქტი კოცნის შესახებ

15 საინტერესო ფაქტი კოცნის შესახებ

კოცნის თავისებურებებს, გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო კომიტეტი 1981 წლიდან იკვლევს. გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს კოცნის შესახებ.

1. ადამიანის ტუჩები 100-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითის ბალიშები. კოცნის დროს პულსი წუთში 100 დარტყმამდე იზრდება.

2. მიზეზები, რომლებიც ქალებს კოცნის სურვილს უკარგავს: მამაკაცის პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, ოფლის სუნი და მამაკაცის მოკლე ნიკაპია.

3. უბრალო კოცნა 5 კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ. კოცნის გაზრდილი ინტენსივობის შემთხვევაში, 30 კალორიამდე იწვება. შედარებისთვის: სწრაფად სიარულის შემთხვევაში, მხოლოდ 4-5 კალორიის დაწვაა შესაძლებელი.

4. პირველი კოცნა კინოში 1886 წელს, ტომას ედისონის 30 წამიან ფილმში დაფიქსირდა. ფილმს "კოცნა" ერქვა.

5. კაილაშის მთის მოლოცვის დროს ბუდისტი მიწას დაახლოებით 30 000-ჯერ კოცნის.

6. ყოველი მეათე მოზარდი "ნამდვილი კოცნის" გამოცდილებას 10 წლის ასაკში იღებს. 14 წლის ასაკისთვის, ორივე სქესის მოზარდთა ნახევარმა უკვე იცის, როგორია "ფრანგული კოცნა".

7. ტუჩებში კოცნის დროს, ბაქტერიების 278 სახეობა გადადის. საბედნიეროდ, მათი 95% საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა არ დაგავიწყდეთ დანარჩენი 5 %-ის არსებობის შესახებ!

8. 15-24 წლის გოგონების გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა მეოთხედი თავისი კერპის ერთი კოცნის სანაცვლოდ, მზადაა მთელი წელი აუთოვოს მისი პერანგები.

9. გათხოვებამდე ქალი 7-8 მამაკაცს კოცნის.

10. ცხოველებიდან ყველაზე მეტად ადამიანის მსგავსად კოცნა შიმპანზეებს შეუძლიათ. ტუჩებში კოცნა შეუძლიათ ძაღლებს, ცხენებს და კანადურ მაჩვზღარბას.

11. ძველ ეგვიპტეში არაფერი იცოდნენ კოცნის შესახებ. შესაძლებელია დედოფალ კლეოპატრას არასოდეს უკოცნია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისთვის.

12. შუა საუკუნეების იტალიაში, თუ მამაკაცი ქალს საჯაროდ აკოცებდა, ვალდებული იყო ის ცოლად მოეყვანა. ჰეაოპლში ეს კანონი განსაკუთრებული სიმკაცრით მოქმედებდა: თუ მამაკაცი ქალს ქუჩაში აკოცებდა, შესაძლოა თავი ციხეში ამოეყო. თუ ამ ფაქტს სასულიერო პირი შეესწრებოდა, მამაკაცს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

13. 1979 წელს, დევიდ ბოუიმ აპარატი "ლიპოგრაფი" გამოიგონა, რომელიც ადამიანის ტუჩის ანაბეჭდს იღებდა. ამერიკაში გაიმართა აუქციონი, რომელზეც ცნობილი ადამიანების ტუჩების ანაბეჭდები გაიყიდა. ამ აუქციონზე ლიპოგრაფით აღებული მიკ ჯაგერის ტუჩების ანაბეჭდი 1600 დოლარად გაიყიდა. შემოსული თანხა ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. სამწუხაროდ ლიპოგრაფი არასოდეს გამოუყენებიათ კრიმინალისტიკაში.

14. იაპონიაში მიუღებელია სხვების თანდასწრებით კოცნა. სწორედ ამ მიზეზით თქვენ თითქმის ვერცერთ იაპონურ ფილმში ვერ ნახავთ კოცნის სცენას. "იაპონური კოცნა" ასეთია: დადექით თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით. დაიხარეთ და ოდნავ შეეხეთ მისი ტუჩის კიდეებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირის გაღება!

15. ესკიმოსები ერთმანეთს ტუჩებში არ კოცნიან. ისინი ერთმანეთს ცხვირის წვერებით ეხახუნებიან.

მომზადებულია ziza.qip.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: საუკეთესო ჰოლივუდური კოცნები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს