ეჭვიანმა ქმარმა ცოლი გაასუქა

ეჭვიანმა ქმარმა ცოლი გაასუქა

იმისათვის, რომ ცოლს არ ეღალატა, ბრიტანელი დელვარ სინგხო მეუღლეს საკვებში სტეროიდებს რეგულარულად უყრიდა. შედეგად ქალი გასუქდა, დაიწყო გამელოტება, ნიკაპზე, ზედა ტუჩსა და ზურგზე თმა ამოუვიდა.

ქალი ხშირად ჩიოდა საჭმლის მწარე გემოზე, მაგრამ ქმარი ჯასპრიტს აიძულებდა, კერძი ბოლომდე ეჭამა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი ქმრის მომზადებულ სადილზე უარის თქმა ცოლისგან უპატივცემულობად აღიქმებოდა.

სიმართლე სრულიად შემთხვევით გაირკვა. ჯასპრიტის 15 წლის გოგონამ შემთხვევით დაინახა, როგორ უყრიდა მამა დედას საჭმელში წამალს. ბავშვმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დედას უამბო. გაცეცხლებულმა ქალმა სამზარეულოს კარადის კარი გატეხა და ქიმიური პრეპარატები აღმოაჩინა.

მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. ეჭვიან ქმარს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოში მამაკაცმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ არ სურდა, რქებდადგმული ქმრის როლში აღმოჩენილიყო. მისი აზრით, იდეალური ცოლი სახლში უნდა იჯდეს, ოჯახს მიხედოს და შვილები გაზარდოს. 

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: ყველაზე მსუქანი პატარძალი და XXXXXXXXXL-ზომის საქორწილო კაბა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს