მსოფლიოს ყველაზე დიდ ჩიზბურგერს არავინ ჭამს

მსოფლიოს ყველაზე დიდ ჩიზბურგერს არავინ ჭამს

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში მორიგი კულინარული რეკორდი დამყარდა. შტატ მინესოტაში მდებარე კაზინო Black Bear-ის რესტორანმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩიზბურგერი შექმნა.

კერძის დიამეტრი 3 მეტრია, ხოლო მისი წონა 914 კგ. თუმცა მიუხედავად რესტორნის მონდომებისა, ამ ჩიზბურგერის ჭამა არავის უნდა. კერძი ცუდად გამოიყურება და საერთოდ არ აღძრავს მადას. მიუხედავად ამისა, მისი გასინჯვა გინესის რეკორდების ოფიციალურ წარმომადგენელს, ფილიპ რობერტს მაინც მოუწია. მისი თქმით, ჩიზბურგერი საკმაოდ გემრიელია.

დღემდე ყველაზე დიდ ჩიზბურგერად 400 კილოგრამიანი სენდვიჩი ითვლებოდა, რომელიც ამავე კაზინოს მზარეულებმა გამოაცხვეს. მაშინ კერძის დამზადებისთვის 4 საათი დასჭირდათ.

მომზადებულია duluthnewstribune.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს