აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ -0,4 პროცენტი შეადგინა

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ -0,4 პროცენტი შეადგინა

აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში - 0,4 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატის" ცნობით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და სასტუმროები და კაფეები.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15,0 პროცენტი); შაქარი და სხვა ტკბილეული (10,1 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (7,8 პროცენტი); ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (6,7 პროცენტი) და უალკოჰოლო სასმელებზე (3,0 პროცენტი).

სასტუმრო, კაფე და რესტორანი: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე (8,1 პროცენტი).

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ