Red Bull-ის იმპერიის მემკვიდრეს პატიმრობა ემუქრება

Red Bull-ის იმპერიის მემკვიდრეს პატიმრობა ემუქრება

ბანგკოკის პოლიცია პირობას დებს, რომ "რედ-ბულის" იმპერიის მემკვიდრე, 27 წლის ვორაიუტ იუვიდჰაი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ვორაიუტი ნასვამ მდგომარეობაში, ვერცხლისფერი "ფერარით" სამართალდამცავს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავეს მანქანის მიერ დაღვრილი ზეთის კვალით მიაგნო. ვორაიუტმა უკვე აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ პოლიციელი მოტოციკლით უეცრად ჩაეჭრა წინ, რის გამოც დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

თუ ახალგაზრდა მულტიმილიონერის დანაშაული დამტკიცდა, მას ჯარიმა და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამჟამად ვორაიუტი პირობით არის გათავისუფლებული, რისთვისაც მან 16 000 დოლარი გადაიხადა.

”რედ-ბულის”მემკვიდრის შვილიშვილმა მანქანით პოლიციელი გაიტანაიუვიდჰაების ოჯახი ტაილანდში სიმდიდრით მეოთხე ადგილზეა. ჟურნალმა Forbes-მა მათი ქონება 5.4 მლრდ დოლარად შეაფასა.

ცნობილი ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი ჩალეო იუვიდჰაი წელს, მარტში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ვორაიუტს "ფერარი" შემთხვევით არ ჰყოლია. მისი ოჯახი ამ იტალიური ბრენდის ერთადერთი ოფიციალური დილერია.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს