კახეთში ღვინის ქარხნები სოფლის რწმუნებულების მიერ გაცემული სპეციალური ცნობების გარეშე ყურძენს არ იბარებენ. რწმუნებულები ცნობას არ აძლევენ იმ გლეხებს, რომელთაც ვენახი 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვთ გაშენებული.
ფერმერების განცხადებით, რწმუნებულებმა ცნობები მათ არც გასულ წელს მისცეს. "გვეუბნებიან, 10 ჰექტარზე მეტი თუ გაქვს ვენახი, მოსავალსაც თვითონ უნდა მიხედო და არც სუბსიდია გეკუთვნითო", – აღნიშნეს ფერმერებმა, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ფერმერები რამდენიმე დღეში პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.