მალდივის კუნძულებზე არასრულწლოვან გოგონას სახალხოდ იმის გამო გაასამართლებენ, რომ მას სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე ჰქონდა. მას ამისთვის ფიზიკური სასჯელი ელის.
სკანდალური სასამართლო განაჩენი, შარიათის კანონების მიხედვით, მალდივის არქიპელაგზე, ატოლ რააზე გამოიტანეს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამართალდამცველმა განაცხადა, რომ ბრალდებულს ჯერ რვათვიან პატიმრობას შეუფარდებენ, ხოლო როცა უკვე სრულწლოვანი გახდება, შემდეგ გაროზგავენ.
საქმის მსვლელობიდან გამომდინარე, ბრალდებულმა ივლისში 29 წლის საქმროსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. როცა გოგონას ნათესავებმა ამის შესახებ გაიგეს, მათ დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართეს. დაკავების შემდეგ გოგონამ აღიარა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა ქორწინებამდე სქესობრივ კავშირში, რაც მუსულმანური რელიგიით სასტიკად ისჯება.