ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პრემიის სახით 90 000 ლარამდე გაიცა. ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს იდენტური თანხა 214-მა საჯარო მოხელემ მიიღო.
პრემიის სახით ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2360 ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილმა აიღო. მათ შორის ყველაზე დაბალი კი ტერიტორიულ ორგანოთა სპეციალისტებმა მიიღეს. თითოეულ მათგანს საკუთარ საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 260 ლარი ჩაერიცხა.
გამგეობაში განმარტავენ, რომ პრემიები თანამდებობის პირებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა წახალისების სახით მიიღეს.