ვარსკვლავებისგან დიდ ჭკუასა და ინტელექტს არავინ მოელის. ისინიც ასეთ დამოკიდებულებას ხშირად ამართლებენ - ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამა თუ იმ "მარგალიტი" გამონათქვამით გვახალისებენ...
ბრიტნი სპირსს ჰკითხეს, სურს თუ არა ბროდვეის თეატრის რომელიმე დადგმაში მონაწილეობა? "დარწმუნებული არ ვარ, უმჯობესია, უფრო მოკრძალებულად დავიწყო, მაგალითად - ლონდონით ან ინგლისით", - უპასუხა ბრიტნიმ, რომელსაც კიდევ ერთი ასეთი "მარგალიტი" ეკუთვნის: "იაპონიაში წასვლა არასდროს მინდოდა, უბრალოდ, თევზი არ მიყვარს, მე კი ვიცი, რომ იქ, აფრიკაში(!) თევზი ძალზე პოპულარულია. მე ოკეანის გაღმა ქვეყნებში მოგზაურობას ვაპირებ, მაგალითად - კანადაში... მგონი ისევ რაღაც შემეშალა..."
"ჭკვიანურ გამონათქვამთა" სია ჯესიკა სიმპსონის გარეშე ძალზე ღარიბი იქნებოდა. ასაკის მიუხედავად, მან უკვე მრავალი "ბრძნული" აზრის გამოთქმა მოასწრო - მაგალითად: "ანორექსიით დაავადებული არ ვარ. მე ტეხასელი ვარ. ტეხასში ხალხი ანორექსიით არ ავადდება. ასეთი რამ არ მსმენია და ეს მეც მეხება".
თმის შესახებ: "თუ გარეთ გასვლას არ ვაპირებ, არ ვიბან ანუ ველოდები, რომ სუნი აუვიდეს"...
"მამაკაცთან დაკავშირებით ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოვიწყინო. ურთიერთობისადმი ინტერესს ვკარგავ, როდესაც თემა უინტერესოა. ამიტომ ჭკვიან მამაკაცებს ვარჩევ, ინტელექტუალებს, რომლებიც ჩემს ტვინს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ".
ჯესიკა სიმპსონის მსგავსად, მიშა ბარტონიც ჭკვიანი მამაკაცების მოყვარულია: "მე ჭკვიანი ბიჭები მომწონს, რადგან ჟურნალების კითხვა მეც მიყვარს"...
პერის ჰილტონი: "კაბალა გვეხმარება, რომ ჩვენს შიშს წინ აღვუდგეთ. ეს იმას წააგავს, როდესაც მეგობარს ტანსაცმელს ვათხოვებ, ის კი არ დამიბრუნებს და როდესაც ერთი თვის შემდეგ ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილ მეგობარს შევხვდები, აუცილებლად წინ აღვუდგები".
"მომავალ წელს ბავშვი მინდა და ამისთვის ჩემი სხეული უკვე მოვამზადე".
ბრიყვული გამონათქვამების ჰიტაღლუმის აშკარა ლიდერია მერაია კერის სიტყვები: "როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და ამ საცოდავ, მშიერ ბავშვებს ვხედავ, ცრემლს ვერ ვიკავებ. მეც მინდა, მათსავით გამხდარი ვიყო, მაგრამ ტანჯვის, სიკვდილისა და ამის მსგავსი საშინელების გარეშე"...
პლასტიკური ქირურგიის წყალობით, მეგან ფოქსი ნამდვილად ლამაზია, მაგრამ ჭკუის რა მოგახსენოთ. აი, მაგალითი: "როდესაც დავშორდებით, სვირინგებზე არ ვინაღვლებ. ყოველთვის შემიძლია, ჩემს შვილს ბრაიანი დავარქვა - ეს ხომ ძალზე მოსახერხებელია";
"ზაკ ეფრონზე ვგიჟდები. ჩვენ ერთი და იგივე ადამიანი ვართ. სინამდვილეში ჩვენ აქ არ ვართ, ჩვენ მაიკლ და ჯანეტ ჯექსონებივით ვართ. როდესაც ზაკი პარიკს გაიკეთებს და კაბას ჩაიცვამს, დამთავრებულია - ის მე ვარ და თქვენ ამის შესახებ ვერასდროს შეიტყობთ. ეს ჩვენი დროის უდიდესი მისტერიაა".
ვარსკვლავებს ბრიყვული აზრების ჩამოყალიბებაში სიკვდილის თემა ეხმარება.
ბრუკ შილდსი: "მოწევა კლავს. და თუ თქვენ მოკლული ხართ, თქვენი ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს კარგავთ".
სელინ დიონი: "როდესაც ძმისშვილი ხელში გაკვდება, ეს ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია".
სილვესტერ სტალონე: "ერთადერთი ბედნიერი მსახიობი - მკვდარი მსახიობია, რადგან მხოლოდ მაშინ არ იცვლება. სიკვდილის შემდეგ მე ალბათ ფუნჯი ვიქნები".
სხვა თემებიც ხშირად გამხდარა ვარსკვლავების შთაგონების წყარო...
ანჯელინა ჯოლი: "იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა, არ ვიცი, მაგრამ პირველად სექსი 14 წლის ასაკში მქონდა";
"კერძების მომზადება არ ვიცი. როდესაც ბრედს ვეუბნები, რომ კვერცხის მოხარშვას ვაპირებ, ამას მუქარად აღიქვამს".
ალისია სილვერსტოუნს სურდა, რაღაც ძალზე ჭკვიანური ეთქვა, მაგრამ დაავიწყდა, რის თქმას აპირებდა: "ვფიქრობ, ფილმი "გაგების გარეშე" ძალზე ღრმა ფილმია იმ თვალსაზრისით, რომ ძალზე მსუბუქია. ვფიქრობ, ჭეშმარიტი სიმსუბუქე ძალიან ღრმა ადგილიდან უნდა გამომდინარეობდეს".
ტომ კრუზი უდიდესი აღმოჩენის ავტორია: "ბავშვები მიყვარს, ბავშვი ერთხელ მეც კი ვიყავი".
შეცდომისგან საკმაოდ ჭკვიანი ადამიანებიც არ არიან დაზღვეულნი”.
"უახლესი კვლევების თანახმად, ქალები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, როდესაც მამაკაცის წინაშე შიშვლდებიან, ვიდრე სხვა ქალების თანდასწრებით. ისინი ამბობენ, რომ ქალები ძალზე სუბიექტურნი არიან, მამაკაცები კი - უბრალოდ მადლიერნი", - განაცხადა რობერტ დე ნირომ.
ვაინონა რაიდერი: "ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როდესაც ბედნიერი ვარ".
პოლიტიკოსებს შორის "ბრძნული" გამონათქვამებით განსაკუთრებით, არნოლდ შვარცენეგერი გამოირჩევა: "ვფიქრობ, გეიქორწინება სწორედ ის არის, რაც ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს", - განაცხადა ერთხელ კალიფორნიის ექსგუბერნატორმა.
მაგრამ თავად შვარცენეგერიც კი დაჩრდილა ჯორჯ ბუშმა, რომლის გამონათქვამები დიდი ხანია, "უკვდავ კლასიკად" იქცა: "ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს, ძალზე მყარი მოსაზრება; მართალია, ზოგჯერ ამ მოსაზრებებს თავად არ ვეთანხმები ხოლმე..."
შენიშვნაზე იმის შესახებ, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა, ჯორჯ ბუშმა უპასუხა: "რა განსხვავებაა?"
"ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს სლოვაკეთში შევხვდი, თუ - სლოვენიაში? არ მახსოვს, ამ პატარა ქვეყანას ზუსტად რა ეწოდება".
"მე ლინდა ევანჯელისტა ვარ. მასწავლებელი არა ვარ და ყველაფერს არ ვჭამ"; "ასეთი ლამაზი ღმერთმა გამაჩინა. ასეთი რომ არ ვიყო, მასწავლებელი ვიქნებოდი";
"წონას განსაკუთრებულად არ ვაკონტროლებ, უბრალოდ, არ ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა".
კალათბურთელ შაკილ ო'ნილის ინტერვიუდან:
"ჟურნალისტი - იტალიაში ვიზიტის დროს პანთეონი მოინახულეთ?
შაკილ ო'ნილი: - იცით, ყველა კლუბის დასახელება ვერ დავიმახსოვრე".
გოლფის მოთამაშე გრეგ ნორმანი: "ჩემზე დიდი ამაგი აქვთ ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით კი დედას და მამას";
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით კი დედას და მამას, იმისათვის, რომ წიგნების კითხვას მიმაჩვიეს, სკოლის გაცდენის უფლებას არ მაძლევდნენ და მაზიარეს მარტივ ჭეშმარიტებას: "დაფიქრდი, ვიდრე რამეს იტყოდე".
(გამოდის ხუთშაბათობით)