რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში

დღეს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ სექ­ტემ­ბრის ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­უ­რ ტენ­დენ­ცი­ებს და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მოკ­ლე პროგ­ნოზს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ბო­ლო 60-წლი­ან ციკ­ლში 2008-14 წლე­ბი ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ო­დად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით.

სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში და­იწყო მსოფ­ლი­ო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, რომ­ლის დაძ­ლე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა. მსოფ­ლი­ოს რიგ ქვეყ­ნებ­ში კი მოხ­და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი, სა­ო­მა­რი შე­ტა­კე­ბე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი დამ­ხო­ბა. ეს პრო­ცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას ას­ტრო­ლო­გე­ბი ჯერ კი­დევ 2006-07 წლებ­ში ვა­რა­უ­დობ­დნენ. ბევ­რი ას­ტრო­ლო­გის აზ­რით, პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნის მშვილ­დოს­ნის ბო­ლო, "და­მან­გრე­ველ" 30-ე გრა­დუს­ში გა­დას­ვლა და შემ­დეგ თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა დე­და­მი­წა­ზე რთულ პო­ლი­ტი­კურ­-ე­კო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებს და­უ­დებ­და სა­თა­ვეს და ეს პრო­ცე­სე­ბი 2014 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე ან სუ­ლაც 2015 წლის გა­ზაფ­ხუ­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა 2012 წლის სექ­ტემ­ბერს, ეს თვე მსოფ­ლი­ოს­თვის მეტ­-ნაკ­ლე­ბად და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს ურა­ნი­სა და პლუ­ტო­ნის უარ­ყო­ფი­თი ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც მთე­ლი სექ­ტემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და პიკს 14-24 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში მი­აღ­წევს. ის აგ­რეთ­ვე, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა 2013 წლის აპ­რილ­-ივ­ნის­ში (პი­კი - მა­ი­სი). ამ ას­პექ­ტის უარყოფითი გავ­ლე­ნით სა­ხელ­მწი­ფო­თა (და ასე­ვე - ადა­მი­ან­თა) შო­რის მო­ი­მა­ტებს გა­უ­გებ­რო­ბისა და და­პი­რის­პი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

თუმ­ცა 18-23 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში ასე­ვე ამოქ­მედ­დე­ბა ვე­ნე­რა­-ი­უ­პი­ტე­რის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტი (კავ­ში­რი), რო­მე­ლიც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სა­სი­კე­თოდ მი­იჩ­ნე­ვა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი შე­და­რე­ბით მშვი­დი იქ­ნე­ბა, რად­გან წი­ნა პლან­ზე ემო­ცი­ე­ბის ნაც­ვლად ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა წა­მო­წევს. ამ ტენ­დენ­ცი­ას შექ­მნის პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც 1 სექ­ტემ­ბერს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა და იქ 16 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით იმოძ­რა­ვებს.

6 სექ­ტემ­ბერს პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას კირ­ჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­დან ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში შო­უს ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნას შე­უწყ­ობს ხელს და პო­ლი­ტი­კო­სებს შე­ეძ­ლე­ბათ უფ­რო ხა­ტოვ­ნად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არ­ტის­ტუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბი.

ამ ტენ­დენ­ცი­ას გა­აძ­ლი­ე­რებს პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი­სა და შა­ვი მთვა­რის (ლი­ლი­ტის) უარყოფითი ას­პექ­ტი, რომ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის პი­კი 16-24 სექ­ტემ­ბრის პე­რი­ოდ­ში­ა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ამ დღეებში დი­დი იქ­ნე­ბა მო­წამ­ვლის ალ­ბა­თო­ბა, ამი­ტომ, ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღ­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს საკ­ვე­ბის, წყლი­სა და ჰა­ე­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს.

სექ­ტემ­ბრის მე­სა­მე დე­კა­და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა - მო­ი­მა­ტებს ინ­ტრი­გე­ბის, სკან­და­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა და თუ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას არ გა­მო­ვი­ჩენთ, შე­საძ­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რულ­დეს.

სექ­ტემ­ბერ­ში კოს­მო­სის გავ­ლე­ნა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის ასე­თი იქ­ნე­ბა:

ცეცხ­ლის სტი­ქი­ით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის (ვერ­ძი, ლო­მი და მშვილ­დო­სა­ნი) სექ­ტემ­ბერ­ში პრო­ცე­სე­ბი და­დე­ბი­თად არ წა­რი­მარ­თე­ბა - შე­საძ­ლო­ა, მათ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში წი­ნა­ღო­ბე­ბი შე­ექ­მნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მშვილ­დოს­ნებს, რომ­ლებ­საც მე­ტი თავ­შე­კა­ვე­ბა მარ­თებთ.

მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის (კუ­რო, ქალ­წუ­ლი და თხის რქა) სექ­ტემ­ბე­რი შე­და­რე­ბით და­დე­ბი­თი პე­რი­ო­დი­ა, რად­გან მო­ი­მა­ტებს მა­თი ენერ­გი­უ­ლო­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი უნა­რი და მი­ზან­სწრაფ­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვან თა­ვი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს.

ჰა­ე­რის სტი­ქი­ით (ტყუ­პი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი) და­ბა­დე­ბულთ მეტ­-ნაკ­ლე­ბად დადებითი პე­რი­ო­დი ელით. თუმ­ცა, თუ იაქ­ტი­უ­რე­ბენ, ტყუ­პის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა წყლის სტი­ქი­ას, კირ­ჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი და თევ­ზე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში შე­ეც­დე­ბი­ან, ად­რე დაწყ­ე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, მათ მო­ძებ­ნონ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო ან შე­იც­ვა­ლონ სტა­ტუ­სი.

რამაზ გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს