ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები

ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები

გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე აბსურდულ გადასახადთა ნუსხას:

1. ბანქოს გადასახადი

XVI საუკუნეში, ბრიტანეთში ვახშმის შემდეგ ყველაზე პოპულარული გასართობი ბანქოს თამაში იყო. სწორედ მისმა პოპულარობამ აიძულა ბრიტანეთის მაშინდელ მეფეს, ჯეიმს პირველს ამ თამაშზე სახელმწიფო ბეგარა დაეწესებინა.

2. გადასახადი ტკბილეულზე

ილინოისის შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2009 წელს "ტკბილეულის გადასახადი" დააწესეს. ამ კანონის მიხედვით, "პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფქვილს და ითხოვს ცივ მდგომარეობაში შენახვას, არ ითვლება ტკბილეულად და შესაბამისად, ისინი საგადასახადო სისტემის დაბალ დონეზე დაიბეგრებიან, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი". ამ კანონმა აიძულა ჩიკაგოს მცხოვრებნი, რომ კარგად დაფიქრებულიყვნენ კანფეტის შეძენისას, ვინაიდან ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით 5-ჯერ უფრო მეტად იბეგრებოდა.

3. ქუდების გადასახადი

ბრიტანეთის ხელისუფლებამ მამაკაცის ქუდების გადასახადი 1784 წელს შემოიღო და ის 1811 წლამდე მოქმედებდა. სახელმწიფო ბეგრავდა ყოველ ადამიანს, ვისაც ქუდი ჰქონდა. მდიდრებს ძვირადღირებული აქსესუარებისთვის უფრო მეტ ფულს ახდევინებდნენ, ხოლო ღარიბებს - ნაკლებს. ყოველ ქუდს აგადასახადოს ბეჭედი ჰქონდა დატანებული.

4. გადასახადი ფანჯრებზე

ბრიტანეთსა და შოტლანდიაში XVIII საუკუნეში უცნაური ჯარიმა დაწესდა. ყველა ფანჯარა, რომელიც აღემატებოდა ქალაქის არქიტექტურის მიერ დადგენილ სტანდარტებს, უნდა დაჯარიმებულიყო მინიმუმ 2 შილინგით. ამის გამო ადამიანებს ფანჯრების საერთოდ ამოშენებაც კი უწევდათ, ზოგიერთი მათგანი ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად კედელზე ფანჯრებს უბრალოდ ახატავდა.

5. გადასახადი მოშვებულ წვერზე

ინგლისის მეფემ ჰენრიხ VIII, რომელიც თავად ატარებდა წვერს, 1535 წელს მოშვებულ წვერზე გადასახადი შემოიღო. კანონი პროგრესული იყო და ადამიანის სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მოგვიანებით იგივე გადასახადი ჰენრიხის შვილმა, ელიზაბეტმაც შემოიღო. მისი კანონის მიხედვით, იბეგრებოდა ყველა, ვინც 2 კვირიანი გაუპარსი წვერით დადიოდა. ეს გადასახადი რუსეთშიც არსებობდა, თუმცა, ის იმიტომ შემოიღეს, რომ ადამიანები უფრო "კულტურულები" გაეხადათ.

6. გადასახადი ბავშვის სახელის მითვისებაზე

შვედეთის კანონი სახელების შესახებ ითვალისწინებს იმ სახელზე ნებართვის აღებას, რომელსაც ახალდაბადებულს აძლევენ. კანონი შემდეგნაირად ჟღერს: სახელის მითვისება ისჯება კანონით, თუ ის დისკომფორტს უქმნის ამ სახელის მატარებელს ან თუ სახელი არ შეესაბამება მის გამომყენებელს". ამ ყველაფერს შვედეთის საგადასახადო სააგენტო არეგულირებს.

7. გადასახადი მარილზე

ყველაზე აბსურდული გადასახადების სია არასრული იქნებოდა ცნობილი მარილის გადასახადის გარეშე, რომელიც ინდოეთში მიიღეს და რომლის წინააღმდეგ მაჰათმა განდიც გამოვიდა. საბოლოოდ ამ გადასახადმა ინდოეთში ცნობილი "მარილის ამბოხება" გამოიწვია.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს