სიღნაღში დღეს საზამთროს ფესტივალი გაიმართება

სიღნაღში დღეს საზამთროს ფესტივალი გაიმართება

სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის მიერ პროექტ "შემოიარე საქართველოს" ფარგლებში მომზადდა "ზაფხულის ტურისტული კალენდარი", სადაც დატანილია 16 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.

პროექტის ფარგლებში, დღეს, სიღნაღში "საზამთროს ფესტივალი" გაიმართება. ღონისძიება სიღნაღის ცენტრში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო, საზამთროს ფრეში და მურაბა, ასევე თამაშებში მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას საინფორმაციო დაფასთან და შეარჩევენ თამაშებს რომელშიც სურთ მონაწილეობის მიღება.

ასევე, საზამთროს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნიმუშები, სეზონური ხილი, ჩურჩხელა.

ტერიტორიაზე ივლიან ქართული ზღაპრის გმირები წუნა, წრუწუნა, კომბლე და ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა გასართობს. იქვე დაიდგმევა ბანჯი ტრამპოლინი, სადაც ოთხ ადამიანს ერთდროულად შეუძლია იხტუნაოს. გოგონები მსურველებს სახეს მოუხატავენ. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ თავის გასაყოფ ბანერთან ფოტოების გადაღება. ასევე ტერიტორია გაფორმებული იქნება ქართული დეკორით: ურმით, საწნახელით, კასრებით, მოწნულებითა და თიხის ჭურჭლით.

14:00 საათიდან შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ თამაშებში: სირბილი საზამთროთი, შეჯიბრი ისრის სროლაში, გახვრეტილი საზამთროს ჭამა კოვზით, შეჯიბრი საზამთროს აწევაში, საზამთროს ჭამაში, შეჯიბრი საზამთროს ფრეშის დალევაში და საზამთროს ქერქიდან ფიგურების ამოჭრაში.

პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია "შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.

გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ: უჩვეულო სანახაობა - როგორ ფეთქდება საზამთრო 500 რეზინის რგოლის მოჭერით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს