ჩინელმა მშობლებმა შვილები დანომრეს

ჩინელმა მშობლებმა შვილები დანომრეს

ჩინეთში, კერძოდ კი შენჩჟენში, მშობლებმა პირველკლასელი 4 ტყუპი ვარცხნილობებით დანომრეს - მასწავლებლებსა და თანაკლასელებს ბავშვების ცნობა უჭირდათ.

პირველკლასელი ბიჭები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად მათ მშობლებმა ”ციფრებიანი ვარცხნილობა” გაუკეთეს. ახლა ბავშვებს თავზე 1,2,3 და 4 ნომრები აწერიათ.

ბავშვებს უკვე არა სახელებით, არამედ ციფრებით მიმართავენ. ფსიქოლოგების აზრით, ეს ბიჭების ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა მათი დედა, ტამ შაოიუნი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ასე უკეთესია.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს