ბოლივიელები ფილმებს 200 საათის განმავლობაში უწყვეტად უყურებდნენ

ბოლივიელები ფილმებს 200 საათის განმავლობაში უწყვეტად უყურებდნენ

ბოლივიაში კინოთეატრების ქსელ Cine Center-ში უჩვეულო შეჯიბრი გაიმართა. ბოლივიის სამ დიდ ქალაქში - ლა-პასში, კოჩაბამბასა და სანტა-კრუსში მოხალისეები შეიკრიბნენ და ერთმანეთს ფილმების ყურებაში შეეჯიბრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა 1400-მა ადამიანმა მიიღო და ყველა მათგანი მთავარი ჯილდოსთვის - 10 000 დოლარისთვის იბრძოდა. მონაწილეები ვალდებულნი იყვნენ, ეყურებინათ სხვადასხვა ჟანრის ფილმებისთვის. თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ, 15 წუთი ისვენებდნენ, ხოლო საუზმისთვის, სადილისთვის და ლანჩისთვის ნახევარი საათი ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრში 1400-მა ადამიანმა მოიყარა თავი, 200 საათის შემდეგ დარბაზში მხოლოდ 2 მათგანი - რონალდ ქუელარი (სანტა-კრუსიდან) და ჰუბერ ფელიპესი (კოჩაბამბასადან) დარჩა; ფულადი ჯილდო 10 000 დოლარიც მათ ერგოთ და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდნენ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს