ბიზნესმენმა მაღაზიას "ჰიტლერი" ისე დაარქვა, რომ მისი ვინაობა არ იცოდა

ბიზნესმენმა მაღაზიას "ჰიტლერი" ისე დაარქვა, რომ მისი ვინაობა არ იცოდა

ინდოელმა ბიზნესმენმა, რადჟეჰ შახმა, საკუთარ მაღაზიას ჰიტლერი დაარქვა და ლოგოდ ნაცისტური ბორჯღალი გამოიყენა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ჰიტლერი და რომ ამის გამო უამრავი პრობლემა შეექმნებოდა.

ტანსაცმლის მაღაზია Hitler-ის მფლობელს ებრაელებისგან უამრავი საჩივარი შეუვიდა, თუმცა თავდაპირველად რადჟეჰმა მაღაზიის დახურვაზე უარი განაცხადა. როგორც შახი აცხადებს, ის ვერ მიხვდა, რატომ უნდა დაეხურა მაღაზია.

"ჰიტლერს ჩემი ბიზნეს-პარტნიორის ნათლიას ეძახდნენ, რადგან მას საშინელი ხასიათი ჰქონდა. არასდროს დავინტერესებულვარ ამ სახელით. ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი, ამის შესახებ ახლახან, ინტერნეტის მეშვეობით შევიტყვე", - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ, რადჟეჰ შახი ”ჰიტლერს” შეელია და განაცხადა, რომ მაღაზიისთვის ნეიტრალურ სახელს შეარჩევს.

ინდოელმა ბიზნესმენმა მაღაზიას ჰიტლერი უწოდა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს