ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

ჩიკაგოში მცხოვრებმა 53 წლის სინდი რეუტზელიმ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა. საქმე ის არის, რომ სინდის შვილს, ემილის, საშვილოსნოს ყელის კიბო დაუდგინეს და ბავშვის გაჩენა აუკრძალეს. 

29 წლის ემილის და მის მეუღლეს, მაიკ ჯორდანს, იმედი გადაწურული ჰქონდათ, როდესაც მათ დახმარება სინდიმ შესთავაზა. სინდი წყვილის სუროგატი შვილის დედა გახდა. შესაბამისად ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა.

სინდიმ ჰორმონალური და ფსიქოლოგიური თერაპიის კურსი გაიარა, რის შემდეგაც ხელოვნურად ჩასახული ემბრიონი მასში გაანაყოფიერეს.

9 თვის შემდეგ სინდიმ სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. ბავშვს ელი სინტია ჯორდანი დაარქვეს. ახლა გოგონას ემილი და მისი მეუღლე ზრდიან.

"როდესაც დავინახე, რა ბედნიერები იყვნენ ჩემი შვილი და მისი მეუღლე, მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. მე ელისთვის მხოლოდ ბებია ვიქნები", - განაცხადა სინდიმ.

ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

მომზადებულია hollywoodlife.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს