"ქართული ოცნების" მხარდამჭერების სახლს ბოთლები დაუშინეს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების სახლს ბოთლები დაუშინეს

გორის რაიონის სოფელ საქაშეთში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, ალბერტ და ლია ასანიძეების საცხოვრებელ სახლს ბოთლები ესროლეს. ინციდენტი 10 სექტემბერს ღამის საათებში მოხდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია დამნაშავეთა ვინაობა. ლია ასანიძე მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სახლის ფანჯრების ჩამსხვრევა მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

"ჩვენი ოჯახის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. მე არც მაშინ და არც ახლა არ დავასახელებ იმ პირების ვინაობას. დანამდვილებით ვიტყვი, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან", - აცხადებს ასანიძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა