ავტოსაგზაო შეთხვევის შედეგად პოლიციის "პიკაპი" მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ავტოსაგზაო შეთხვევის შედეგად პოლიციის "პიკაპი" მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ოზურგეთის რაიონში, სოფელ ოზურგეთის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან მანქანა გადამალეს, ადგილზე მისულ მედიის წარმომადგენლებს კი არაფერი განუმარტეს.

პოლიციელებისგან ჟურნალისტებმა ვერც ის შეიტყვეს, დასრულდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა მშვიდობიანად და სად გადაიყვანეს დაზარალებულები.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში სამ ადამიანს უტარდება გამოკვლევა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი საავადმყოფოში ავტოავარიის შედეგად მიიყვანეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა