გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის

გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე ბეტინა ვულფმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილი პირველი ლედი საკუთარ წარსულზე ჭორების გაფანტვას ცდილობს.

ვულფი აღშფოთებულია იმით, რომ Google-ის საძიებო სისტემაში მისი სახელის აკრეფვის შემდეგ, ავტომატურად ასეთი ვერსიები ჩნდება: "ბეტინა ვულფი მეძავია" და "ბეტინა ვულფი ესკორტ-მომსახურება". როგორც ჩანს, გერმანულ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ის, რომ გავრცელებული ხმების მიხედვით, ვულფი ქორწინებამდე ჰამბურგში ესკორტის მომსახურებაში მუშაობდა.

ბეტინა ვულფმა და მისმა ადვოკატებმა 30-ზე მეტი ანალოგიური საქმე მოიგეს.

კომპანია Google სარჩელს აპროტესტებს: ”საძიებო ხაზში ავტომატური შევსების ვარიანტების სია მომხმარებლის ყველაზე პოპულარული მოთხოვნების საფუძველზე ავტომატურად ფორმულირდება, ანუ ქსელში სწორედ ასეთი კომბინაციით იძებნება ყველაზე ხშირად ექს-პრეზიდენტის მეუღლე", - აცხადებენ Google-ში.

Google-ს ბრალს ცილისწამებასა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში სდებენ. ვულფის დამცველები ძებნის მექანიზმების შეცვლას მოითხოვენ.

მომზადებულია Sueddeutsche Zeitung-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს