81 წლის სუპერმოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე

81 წლის სუპერმოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული სუპერმოდელი, 81 წლის კარმენ დელორეფაისი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე გავიდა. სუპერმოდელმა დიზაინერ ნორისოლ ფერარის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.

"არ ვიცი, რასაც ვაკეთებ კარგია, თუ სისულელე. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რასაც ვაკეთებ მომწონს", - განაცხადა კარმენმა ჟურნალ Today-სთან საუბარში.

კარმენი მოდის ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც ყველაზე ხანდაზმული სუპერმოდელი, რომელიც სამოდელო ბიზნესში აქტიურადაა ჩართული. საზოგადოებამ კარმენი ჟურნალ Vogue-ით გაიცნო, რომლის გარეკანზეც ის 15 წლის ასაკში მოხვდა. კარმენი ამერიკელი ფოტოგრაფის, ერვინ ბლუმენფილდის მუზა გახდა. ის ხშირად ღიმილით იხსენებს ბავშვობის წლებს და ამბობს, რომ Vogue-ს წარმომადგენლებს მასთან კონსულტაციისთვის ბინაში მისვლა უწევდათ, რადგანაც ოჯახს ძალიან უჭირდა და ტელეფონი არ ჰქონდა.

81 წლის სუპერმოდელი

81 წლის სუპერმოდელი

81 წლის სუპერმოდელი

81 წლის სუპერმოდელი

81 წლის სუპერმოდელი

მომზადებულია today.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: 81 წლის სუპერმოდელის, კარმენ დელ ორეფისის გლამურული ფოტოსესია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს