ლაგოდეხში მოსახლეობის 80%-ს სასმელი წყალი არ მიეწოდება. "უხვი ნალექის გამო ქალაქის და მიმდებარე სოფლების აბონენტები სასმელ წყალს მანამდე ვერ მიიღებენ, სანამ ამღვრეული მდინარეები არ დაიწმინდება", - აცხადებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ლაგოდეხის სერვისცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აფაქიძე.
მისი თქმით, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის სათავე წყლის მილების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით გადაკეტეს.
თუ როდის და რა ხარისხით მიეწოდება ლაგოდეხის მოსახლეობას სასმელი წყალი, აფაქიძე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.