პრინცესა დიანას საქორწინო კაბის ნაჭრები აუქციონზე გაიტანეს

პრინცესა დიანას საქორწინო კაბის ნაჭრები აუქციონზე გაიტანეს

ბრიტანელი დიზაინერის, ელიზაბეტ ემანუელის შექმნილი კაბა, რომელიც პრინცესა დიანას ქორწილის დღეს ეცვა, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

საქორწინო კაბაზე მორჩენილ ნაჭრებსა და დიზაინერის პირადი ხელმოწერით გაფორმებულ ესკიზს PFC-ის აუქციონზე გაიტანენ. მათი საწყისი ფასი 10 000 გირვანქა სტერლინგია.

"ჩვენი აუქციონის სახლისთვის დიდი პატივია საზოგადოებას შევთავაზოთ იმ საქორწინო კაბის ესკიზი, რომელიც პრინცესა დიანას ეცვა. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ამ ნაჭრებს შეიძენს, ძალიან იღბლიანია, რადგან ის სახალხო პრინცესას ეკუთვნის", - განაცხადა აუქციონის წარმომადგენელმა კაილი უაითჰედმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც PFC-ის აუქციონი სამეფო ოჯახის საქორწინო ცერემონიის მნიშვნელოვან ატრიბუტს მასპინძლობს; მაგალითად, პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას ალბომი 3 194 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. 

პრინცესა დიანა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: სკანდალური ფილმი პრინცესა დიანას სიკვდილის შესახებ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს