სანატორიუმი "ფირუზა" და სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე - რა ისტორიას მალავენ შენობები?

სანატორიუმი "ფირუზა" და სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე - რა ისტორიას მალავენ შენობები?

ვისაც ჭონქაძის ქუჩაზე გაგივლიათ, ალბათ, შენიშნავდით პატარა, ულამაზეს სახლს, რომელსაც "სპარსეთის კონსულის სახლს" ეძახიან. ამ სახლში (რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო), სპარსეთის ელჩი - მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა.

დანიშ, მირზა-რიზა ხანი, ირანის შაჰის ბრძანებით, თავდაპირველად თბილისის გენერალური საკონსულოს მდივანი გახდა. მოგვიანებით კი კონსულის თანამდებობა მიენიჭა.

ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, რომელიც, ალბათ, ყველას გინახავთ ან მისი სახელი - "ფირუზა" გსმენიათ მაინც, მირზას დასასვენებელი სახლი იყო ქალაქგარეთ. თბილისის არქიტექტურისგან მკვეთრად განსხვავებული, სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრიდა.

აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. ორივე სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: "მირზა რიზა ხანი".

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს