რესტორანი 80 მეტრის სიღრმეზე

რესტორანი 80 მეტრის სიღრმეზე

ფინეთში 80 მეტრის სიღრმეზე, ძველ მაღარო ტიუტიურიში, შეფმზარეულმა ტიმო ლინამაკმა რესტორანი "Pop-Down" გახსნა. ადგილობრივი ლაბორატორიის ექსპერიმენტული ლიფტის საშუალებით სტუმრებს 350 მეტრ სიღრმეზე ჩასვლისა და 80 მეტრ სიღრმეზე სადილობის საშუალება ეძლევათ.

რესტორანი მიწისქვეშა პირობების გათვალისწინებით ააშენეს. რესტორნის ადმინისტრაციას სურს, ადამიანები ცხოვრების რიტმს ცოტა ხნით ჩამორჩნენ და დედამიწასთან ძალიან ახლოს მივიდნენ. თავად მაღარო 380 მეტრ სიღრმეზეა, სადაც კირქვა კვლავ მოიპოვება. ადამიანებს 80 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა არ აშინებთ და 64 ადგილიანი რესტორანი ხალხით სავსეა.

რესტორანში სადილი 160 დოლარი ღირს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს