ბერა ივანიშვილის კონცერტი ოზურგეთში

ბერა ივანიშვილის კონცერტი ოზურგეთში

ბერა ივანიშვილი ოზურგეთში გამართული სოლო-კონცერტით კმაყოფილია. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ორჯერ გადაიდო, ყველაფერი კარგად ჩატარდა.

"ძალიან ემოციურად ჩაიარა დღევანდელმა საღამომ. ბოლომდე დავიხარჯეთ მე და ჩემი გუნდი. მართლაც ძალიან მაგარი იყო, დიდი მადლობა გულშემატკივრებს. კონცერტი მთავარია შედგა და ასეთი დახვედრა არსად არ მქონია," - განაცხადა ბერამ.

მისი მეგობარი რეპერის, "რემბოს" თქმით კი ბერა ძალიან თბილად მიიღეს ოზურგეთში.

ბერა ივანიშვილის კონცერტი გუშინ, 12 სექტემბერს, საღამოს ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა