ლონდონის კინოთეატრებში ფილმებს ჯაკუზიდან უყურებენ

ლონდონის კინოთეატრებში ფილმებს ჯაკუზიდან უყურებენ

ლონდონში კინოთეატრი "ცხელი ჯაკუზი" გაიხსნა, სადაც მომხმარებელს რელაქსაციისთვის სრული მომსახურება ხვდება: მომხმარებელი საინტერესო ფილმებს ჯაკუზიდან უყურებს.

"ცხელი ჯაკუზი და საინტერესო ფილმი ერთად. ბაღიც გვაქვს, სადაც რამდენიმე ჯიშის მცენარე და ფერადი ყვავილები ხარობს, შესაბამისად, დაწესებულებაში მოსული სტუმარი მშვენიერი ხედითაც დატკბება", - ამბობს პროექტის ავტორი აშერ ჩერმანი.

კლიენტს ფილმის ყურება 35 დოლარად შეუძლია, თუმცა, ეს ყველაზე დაბალფასიანი ნომერია; თუკი უფრო კომფორტულსა და მყუდრო ჯაკუზიში ნებივრობა და ხარისხიანი შამპანურის დალევა გსურთ, 320 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს