სამეფო ტახტის მემკვიდრის პირველი ფოტო გავრცელდა

სამეფო ტახტის მემკვიდრის პირველი ფოტო გავრცელდა

ინტერნეტში საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის პირველი ფოტო გავრცელდა. გიორგი ბაგრატიონის ფოტო სოციალურ ქსელში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გაავრცელა. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: "მეფე დავით ბაგრატიონი ერთადერთ მემკვიდრე, გიორგი ბაგრატიონთან ერთად".

ანა და დავით ბაგრატიონებმა 2010 წელს იქორწინეს, თუმცა რამდენიმე თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. ბაგრატიონთა ორი შტო ცოტა ხანში ისევ გაერთიანდა, ისინი ახლა ერთად ცხოვრობენ.

2011 წლის 28 სექტემბერს ერთ-ერთ ესპანურ ბლოგზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ესპანეთში მყოფ ანა გრუზინსკის და დავით ბაგრატიონ მუხრანელს მემკვიდრე - გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი შეეძინათ. ბლოგის ავტორი ვინმე ფერნანდო მარტინესი იყო, რომელიც საქართველოს უფლისწულის დაბადებას ულოცავდა.

რამდენიმე საათში მემკვიდრის დაბადება თბილისშიც დაადასტურეს და "ფეისბუქის" სამეფო სახლის ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გაავრცელეს.

დავით და ანა ბაგრატიონების ქორწილი ჯვრისწერაანა და დავით ბატონიშვილების მემკვიდრე ესპანეთში 27 სექტემბერს, 22:40 საათზე გაჩნდა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას, წყვილის ოჯახის წევრების გარდა, საქართველოში გულშემატკივრებიც ელოდნენ. ანამ და დავითმა წინასწარ იცოდნენ, რომ სამეფო კარს ვაჟი მოევლინებოდა.

ბაგრატიონებმა გადაწყვიტეს, ერთხელ და სამუდამოდ დაესვათ წერტილი სამეფო გვარებში რუსული დაბოლოებებისთვის და უფლისწულს გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი უწოდეს.

ჯერჯერობით მონარქიის აღდგენაზე არ საუბრობენ, მაგრამ ქართული სამეფო კარი ბედნიერია. რაც შეეხება სამეფო გვარებს შორის შიდა დაპირისპირებას, უფლისწულის გაჩენამ ყველა გაუგებრობას წერტილი დაუსვა.

იხილეთ ასევე: "საქართველოს სამეფო ტახტი"

"ახალი სკანდალი სამეფო ოჯახში"

"უნდა გამოიკვეთოს მომავალი მონარქი, ვინც ეს მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს"

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"