ბრიტანელების ნახევარმა არ იცის, სად აქვს გული

ბრიტანელების ნახევარმა არ იცის, სად აქვს გული

ლონდონის მუზეუმის ორგანიზებული გამოკითხვის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებით სრული უცოდინრობა გამოავლინა.

გამოკითხული ზრდასრული მამაკაცებისა და ქალების უმეტესობამ არ იცის, რომელ მხარეს არის გული, რამდენი სისხლია ადამიანის ორგანიზმში, რამდენი კბილი აქვს ადამიანს და რამდენია ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა.

2 000 რესპოდენტიდან 10%-ს, კითხვაზე - თუ რამდენი თირკმელი აქვს ადამიანს, დარწმუნებით პასუხის გაცემა გაუჭირდა. 60%-მა კი არ იცოდა, თუ რა ჯგუფის სისხლი ჰქონდა.

გამოკითხულთა სამმა-მეოთხედმა ვერ შეძლო ეთქვა, თუ რამდენი ძვალი აქვს ადამიანს. ნახევარზე მეტს წარმოდგენა არ აქვს, სად მდებარეობს ნაღვლის ბუშტი. სამი-მეოთხედი დარწმუნებული არაა იმაში, რომ ღვიძლი უმსხვილესი შინაგანი ორგანოა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს