სტრიპტიზის ხელოვნებად გამოცხადებას ითხოვენ

სტრიპტიზის ხელოვნებად გამოცხადებას ითხოვენ

ამერიკაში, ნიუ-იორკში მდებარე სტრიპტიზ კლუბი Moves Nite ეროტიკული ცეკვის ხელოვნებად გამოცხადებას ითხოვს. კლუბის მფლობელის განცხადებით, ეს ცეკვები ძალიან ჰგავს დრამატულ ან მუსიკალურ დადგმებს.

Moves Nite-ის წარმომადგენლები 126 000 დოლარის გადასახადის მოხსნის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. დაახლოებით ამ თანხით იბეგრება ნიუ-იორკში სტრიპტიზ-კლუბები.

კლუბის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ სტრიპტიზი ანთროპოლოგიის სპეციალისტებმა ეგზოტიკური ცეკვების განხრით შეისწავლონ და მას ხელოვნების სტატუსი მიანიჭონ.

ამ საქმესთან დაკავშირებით მოსმენა გასულ კვირას გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი მომავალ თვეს გახდება ცნობილი.

მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს