ძაღლი პატრონის საფლავს 6 წელი არ ტოვებს

ძაღლი პატრონის საფლავს 6 წელი არ ტოვებს

არგენტინის ქალაქ კარლოს პასში გერმანული ნაგაზი, სახელად კაპიტანი პატრონის საფლავს არ ტოვებს. ძაღლი სასაფლაოზე 6 წელია ცხოვრობს.

გარდაცვლილი მამაკაცის, მიგელ გუზმენის მეუღლე ვერონიკა ადგილობრივ ჟურნალ La Voz-ის ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ძაღლი სახლიდან მაშინ გაუჩინარდა, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ნაგაზის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს და ოჯახის წევრებმა იფიქრეს, რომ კაპიტანი დაიკარგა, ან ვინმემ წაიყვანა. თუმცა, ქალბატონის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ქმრის საფლავზე მისულს საფლავზე მწოლიარე კაპიტანი დახვდა. მიუხედავად მისი მცდელობისა, ძაღლი სახლში არ გამოჰყვა.

მიგელმა ძაღლი 2005 წელს სახლში მიიყვანა და ვაჟს, დამიანს აჩუქა. ლეკვს პატრონი ძალიან უყვარდა და ოჯახის ერთგული იყო. მიგელი 2006 წელს გარდაიცვალა.

13 წლის დამიანმა რამდენჯერმე სცადა ძაღლის შინ დაბრუნება, მაგრამ კაპიტანი ყოველთვის პატრონის საფლავზე ბრუნდება.

ქალაქში ერთგული ნაგაზის შესახებ ყველამ იცის და მას კარლოს პასის სასაფლაოზე ხშირად აკითხავენ.

ძაღლი პატრონის საფლავს არ ტოვებს

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ძაღლი პატრონთან "თათჩაკიდებული" მგზავრობს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს