სექსუალური ენციკლოპედია 8-11 წლის ბავშვებისთვის

სექსუალური ენციკლოპედია 8-11 წლის ბავშვებისთვის

ეკატერინბურგის მშობელთა კომიტეტმა სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურაში განცხადება დაწერა, რომელშიც რეალიზაციიდან ბავშვებისთვის განკუთვნილი სექსუალური ენციკლოპედიის ამოღებას ითხოვს. საზოგადოების წევრები ერთ-ერთ მაღაზიაში შემთხვევით წააწყდნენ 8-11 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნს სექსის შესახებ.

წიგნში მოცემული ქვეთავები დაწვრილებით მოგვითხრობს მასტურბაციაზე, გოგონების ეროგენულ ზონებზე, ჰომოსექსუალიზმზე და სხვა თემებზე.

ურალში 8-11 წლის ბავშებისთვის განკუთვნილ სექს-ენციკლოპედიას ყიდიანგარდა ამისა, წიგნის ავტორები პატარა ბავშვებს პედოფილიის და ძალადობის შესახებ უამბობენ. წიგნში აღწერილია, თუ როგორ უნდა "მიანიჭონ ქალს სიამოვნება" და სხვა მრავალი ინტიმური თემა. თვალსაჩინოებისთვის ქვეთავები შესაბამისი ნახატებითაა გაფორმებული.

ურალში 8-11 წლის ბავშებისთვის განკუთვნილ სექს-ენციკლოპედიას ყიდიანენციკლოპედია მოსკოველმა მწერალმა, ევგენია ფადეევამ ქალიშვილთან ერთად დაწერა. წიგნის დასაწყისში განმარტებულია, რომ "მათ გადაწყვიტეს სანდო და პრაქტიკული ენით ბავშვებს სხვადასხვა ამაღელვებელ თემაზე ესაუბრონ".

მას შემდეგ, რაც ურალის აქტივისტებმა ენციკლოპედია პორნოგრაფიად მიიჩნიეს, პროკურატურას წიგნის მაღაზიებიდან ამოღება მოსთხოვეს.

ბავშვებისთვის განკუთვნილი სექს-ენციკლოპედიის ავტორი"ენციკლოპედია გაიგზავნება ექსპერტიზაზე, რომელიც გადაწყვეტს, მიესადაგება თუ არა მათი შინაარსი საბავშვო წიგნისას. დადგინდება, არის თუ არა ამ ენციკლოპედიების გაყიდვა აღზრდის შესახებ კანონის დარღვევა" - აცხადებენ ეკატერინბურგის პროკურატურაში.

თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ წიგნი ზიანს აყენებს პატარა მკითხველებს, მაშინ მაღაზიებს, რომლებშიც სექს-ენციკლოპედია იყიდებოდა, ადმინისტრაციული სასჯელი დაუწესდებათ.

მომზადებულია ziza.qip.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს