ოზურგეთელებმა გზისა და წყლის მოთხოვნით აქცია მოაწყვეს

ოზურგეთელებმა გზისა და წყლის მოთხოვნით აქცია მოაწყვეს

ქალაქ ოზურგეთში წმ. გიორგის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია მოაწყვეს. მათი პრობლემები უგზოობა, უწყლობა და ელექტრო ბოძია, რომელიც ისეა დაზიანებული, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს.

მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. "რამდენიმე წელია აქ არის წყლის და გზის პრობლემა, გადათხრილია ქუჩები. ჟურნალისტებთან დარეკვის შემდეგ გვითხრეს, წყლის პრობლემას მოვაგვარებთო. დაზიანებული გზის გამო ბავშვებს სკოლაში ვერ წავიყვანთ, რაც ნიაღვარია, ჩვენთან შემოდის. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სანიაღვრე არხები მოვაწესრიგოთ", - აცხადებს მოსახლეობა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა