ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ფოტოებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი ელის. ფრანგულმა ჟურნალმა Closer-მა ახალი გამოცემა დააანონსა, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მკერდმოშიშვლებული ექსკლუზიური ფოტოები დაიბეჭდება.

"ფოტოები რომლებიც მთელ მსოფლიოს მოივლიან... ინგლისის მომავალი დედოფალი, ისეთი როგორიც არასდროს გინახავთ... და ვერასდროს ნახავთ",- წერია გამოცემის საიტზე ჟურნალის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული ნომრის გარეკანის ხმაურიან სათაურში.

განცხადება დაბალი ხარისხის ბუნდოვან ფოტოებს გვიჩვენებს, რომლებიც სავარაუდოდ შორი მანძილიდანაა გადაღებული და გადიდებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფოტოზე ცნობილი წყვილის ამოცნობა შესაძლებელია. Closer-ი იუწყება, რომ ახალ ნომერში მკითხველებს კიდევ 12 ექსკლუზიურ ფოტოს შესთავაზებს.

სკანდალური ფოტოები, რომელზეც ახალგაზრდა ქალი აუზთან ირუჯება, დედოფლის ძმისწულის, ლორდი ლაინლის ფრანგულ ციხეში, შვებულების დროს გადაიღეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოტოების მიყიდვას ბრიტანულ მედიას სთავაზობდნენ, მაგრამ მათ საეჭვო შეთანხმებაზე უარი თქვეს.

ფოტოების გამოქვეყნების შესახებ ფრანგულმა ჟურნალმა უილიამსა და ქეითს უკვე შეატყობინა, რომლებმაც თავის მხრივ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომ "მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო წუხან".

სამეფო ოჯახის მრჩევლები იურისტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

"ეს ამბავი 15 წლით უკან წაგვიყვანს (როდესაც პრინცესა დიანა გარდაიცვალა).  პოზიციას, რომ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას პირადი ცხოვრების უფლება აქვთ, მხარს ყოველთვის  ვუჭერდით, მით უმეტეს, თუ ისინი შვებულებაში არიან და საკუთარ აუზთან ისვენებენ",- განაცხადა სამეფო  ოჯახის წარმომადგენელმა.

ამასთან, ფრანგული ჟურნალის რედაქტორი ლოურენს პიუ აცხადებს, რომ ექსკლუზიური ნომერი აუცილებლად გამოვა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: სამეფო ოჯახის წევრები ტრუსებში

შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გაშიშვლდა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს