გიგანტური ძაღლი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

გიგანტური ძაღლი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

მიჩიგანის შტატის მცხოვრები გერმანული დოგი, სახელად ზევსი, გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლის სტატუსით შევიდა. 2 წლის ძაღლი სიმაღლეში იმხელაა, რომ თავისუფლად შეუძლია სამზარეულოს ონკანს მიწვდეს და წყალი დალიოს.

ზევსის სიმაღლე 1 მეტრი და 10 სანტიმეტრია, რაც წინამორბედი რეკორდსმენი ძაღლის სიმაღლეზე 2 სანტიმეტრით მეტია.

ზევსის პატრონს, დენის დორლაგს ხშირად გაოცებული ადამიანები ეკითხებიან, ზევსი ცხენია თუ ძაღლი.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ახალი რეკორდსმენი გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად 2013 წლიდან შევა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს