წინასაარჩევნოდ კახეთში 367 საჯარო მოხელე შვებულებაში გავიდა

წინასაარჩევნოდ კახეთში 367 საჯარო მოხელე შვებულებაში გავიდა

წინასაარჩევნოდ, კახეთში, მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების თანამშრომლები შვებულებებში მასობრივად გავიდნენ. საჯარო მოხელეების უმრავლესობა ფასიან შვებულებაშია, ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კაპანიაშია არიან ჩართულები.

2012 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, შვებულებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 38, გურჯაანის მუინიციპალიტეტის გამგეობის 57 და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 23 თანამშრომელი გავიდა, სულ კახეთის მასშტაბით კი შვებულებაში ამ დროისთვის 367 საჯარო მოხელეა გასული. მათ უმრავლესობას შვებულება 2 ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს უმთავრდება.

შვებულებაში არიან გამგებლები, მათი მოადგილეები, აპარატის უფროსები, სპეციალისტები, იურისტები, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და თანამშრომლები, რომლებიც ხელშეკრულებებით 2 თვის წინ დაამატეს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა