მუჰამედ ალის ”თავისუფლების მედალი” გადასცეს

მუჰამედ ალის ”თავისუფლების მედალი” გადასცეს

ცნობილ ამერიკელ მოკრივეს, მუჰამედ ალის, თავისუფლების მედალი გადასცეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა.

მუჰამედ ალის მედალი სამოქალაქო და რელიგიური უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. სპორტსმენი ღონისძიებაზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

"ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, რომ სხვებს რაღაც მისცეს, ცდილობს მსოფლიო უკეთესი გახადოს. სწორედ ამის გამო ჩემთვის მამაჩემი ყველაზე ღირსეული ადამიანია და დიდი პატივია დღეს მასთან ერთად ყოფნა", - განაცხადა მუჰამედ ალის შვილმა.

60-იან და 70-იან წლებში მუჰამედ ალი კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო. მას "საუკუნის სპორტსმენს" ეძახდნენ. 1981 წელს ის კრივიდან წავიდა. 70 წლის მუჰამედ ალი უკვე 30 წელია პარკინსონის დაავადებით იტანჯება.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს