სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი დღე რჩება, თუმცა მოსწავლეთათვის ლაგოდეხში სასკოლო სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ ჩამოსულა. ამ ეტაპზე წიგნების გადაცემა უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე ხდება.
ადგილობრივ რესურს-ცენტრში ვერ აკონკრეტებენ დროს, როდის შეეძლებათ მოსწავლეებს ახალი წიგნების შეძენა.
რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, რაიონის მასშტაბით წიგნების გაყიდვა ორ საჯარო სკოლაში მოხდება და მათ ღირებულებას გამომცემლობები თავად დაადგენენ.