პრინცმა ჰარიმ გოგონა დააორსულა?

პრინცმა ჰარიმ გოგონა დააორსულა?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ახალი სკანდალი მწიფდება. როგორც ვებსაიტი showbizspy იუწყება, პრინცი ჰარისგან უცნობი გოგონა შვილს ელოდება. პრინცი აგვისტოში ლას-ვეგასს სტუმრობდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჰარიმ ღამის კლუბებში კარგადაც მოილხინა. პაპარაცის მიერ ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებულ შიშველი ჰარის სკანდალური ფოტო კი დასავლური პრესის განხილვის თემა გახდა.

თუმცა, სკანდალი ამით არ დასრულებულა; როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლას-ვეგასში გართობის დროს, ჰარი სექსის დროს თავს არ იცავდა.

"ჰარის ოჯახის წევრები შეშფოთებულნი არიან, ჰარის ოთახში იყო ალკოჰოლი, ნარკოტიკები და მეძავები. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ, შესაძლოა, ჰარის დაუცველი სექსი ჰქონოდა და ბავშვი ჩასახულიყო, ისინი გაანადგურა. არავინ იცის, ახსოვს თუ არა ჰარის იმ ღამის ამბები", - ამბობს წყარო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს