კონცერტზე მისულმა ახალგაზრდებმა არ იცოდნენ, ვის უჭერდნენ მხარს

კონცერტზე მისულმა ახალგაზრდებმა არ იცოდნენ, ვის უჭერდნენ მხარს

გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებით უფასო კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული ესტრადის რამდენიმე წარმომადგენელმა იმღერა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ჟურნალისტები სცენას მოაშორეს. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს შეჯგუფებულ ხალხში ყრიდნენ, რაც ერთგვარ ქაოსს იწვევდა.

კონცერტზე გორის და კასპის მაჟორიტარი კანდიდატები - გიორგი ტატიშვილი და კახა ხაჩირაშვილი წარადგინეს. როგორც აღმოჩნდა, თინეიჯერების უმრავლესობა კასპის რაიონიდან იყო ჩამოყვანილი. სოფელ აღაიანიდან ჩამოსული ახალგაზრდების განცხადებით, მათ არ იციან, ვინაა მაჟორიტარი კანდიდატი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა