ქალაქში უჩინმაჩინი დადის!

ქალაქში უჩინმაჩინი დადის!

ვიზაჟისტმა კეროლინ როპერმა საზოგადოებას საინტერესო პროექტი შესთავაზა. მან მოდელი ფონის შესაბამისი ფერებით შეღება და უჩინრად აქცია. "უჩინმაჩინი” ლონდონის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - ტაქსის გაჩერებაზე, ავტობუსში, ხილისა და ბოსტნეულის დახლზე.

მოდელი მხოლოდ რამდენიმე გამვლელმა შეამჩნია. ფოტოგრაფებმა კი გაოცებული ხალხი  გადაიღეს.

მაგალითად, ავტობუსში გოგონამ უკანა სავარძელზე მჯდომი მოდელი მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა ლამის ზედ დააჯდა. დახლთან მისულ ქალბატონს კი ძალიან შეეშინდა, როცა ხილის შერჩევის დროს ”კომბოსტო მას ხელით შეეხო”.

კეროლინი პირველი არაა, ვინც საზოგადოების გაოცებას მსგავსი ხერხით ცდილობს. ჩინელ მხატვარს ლიუ ბოლინს ზედმეტსახელად "უჩინარ კაცს" უწოდებენ. ლიუ მოხალისეებს ფონის შესაბამისი ფერებით ღებავს, თითქმის უჩინრად აქცევს, შემდეგ კი ფოტოებს უღებს.

უჩინარი მოდელები

უჩინარი მოდელები

უჩინარი მოდელები

უჩინარი მოდელები

უჩინარი მოდელები

უჩინარი კაცი

უჩინარი კაცი

უჩინარი კაცი

უჩინარი კაცი

უჩინარი კაცი

უჩინარი კაცი

იხილეთ ასევე: "უჩინარი კაცი"

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს