"უჩინარი კაცი"

"უჩინარი კაცი"

ჩინელ მხატვარს, ლიუ ბოლინს, რომელსაც საზოგადოება "უჩინარი კაცის" ფსევდონიმით იცნობს, ნიუ იორკის გალერეა Eli Klein Fine Art მასპინძლობს. ლიუ მოხალისეებს ფონის შესაბამისი ფერებით ღებავს და თითქმის უჩინრად აქცევს, შემდეგ კი ფოტოებს უღებს.

ამჯერად ლიუმ საზოგადოებას ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები წარუდგინა. მისი რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა სახელწოდებით "ხელოვნებაში დაკარგული" უამრავ საინტერესო ნამუშევარს აერთიანებს.

განსაკუთრებით საინტერესოა სერია, რომელსაც საფუძვლად უდევს "ქალაქში დამალვის" კონცეფცია; ის ჩინეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიუ იორკის ქუჩებშია გადაღებული. მხატვარი ამ ხერხით ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას, ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირს იკვლევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს