აკვარიუმი ტელეფონის ჯიხურში

აკვარიუმი ტელეფონის ჯიხურში

მას შემდეგ, რაც მობილური სატელეფონო კავშირი შეუცვლელი გახდა, სატელეფონო ჯიხურები მხოლოდ კოლექციონერებს იზიდავს.

თუმცა იაპონელებმა მას სხვა ფუნქცია მიანიჭეს. კლუბმა Kingyobu, რაც ქართულად "ოქროს თევზის კლუბს" ნიშნავს, სატელეფონო ჯიხური აკვარიუმად აქცია.

ჯიხურში დარჩა ტელეფონის ძველი აპარატი, თუმცა ის ახლა წყლითა და ოქროსფერი თევზებითაა სავსე. აღსანიშნავია, რომ ზღვის ამ პატარა ოქროსფერ ბინადრებს იაპონიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ითვლება, რომ ოქროს თევზებს ბედნიერების და ბარაქის მოტანა შეუძლიათ.

აკვარიუმი-ჯიხური იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დგას და გამვლელების ყურადღებას იქცევს.

იაპონიაში ტელეფონის ჯიხური აკვარიუმად აქციეს

იაპონიაში ტელეფონის ჯიხური აკვარიუმად აქციეს

მომზადებულია myedol.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს