კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არცერთი ღვინის ქარხანა არ იბარებს

კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არცერთი ღვინის ქარხანა არ იბარებს

კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არცერთი ღვინის ქარხანა არ იბარებს. მევენახეების განცხადებით, ყურძენი უკვე გადამწიფდა და ლპება.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, პაატა ჭავჭანიძის განცხადებით, ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი დაახლოებით 60 ჰექტარზეა დარჩენილი და სულ 50 ტონამდე მოსავალია მოსალოდნელი. "ჯერ არცერთი ქარხანა არ იბარებს. ალბათ, კერძო პირები გამოჩნდებიან. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სახელმწიფოს სუბსიდია არ გაიცემა", - აცხადებს ჭავჭანიძე.

გლეხების თქმით, გასულ წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ფასი იმდენად იაფი იყო, რომ ღვინის ქარხნამდე ტრანსპორტირების ხარჯებიც კი ვერ აანაზღაურა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა